ირაკლი კობახიძე - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან

 

ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა და საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადაცდომების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტროს სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები.

 

 

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი უპირისპირდება ლგბტ პირის მიერ არასრულწლოვნის შვილად აყვანას ან მინდობით აღზრდას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის თვითნებურად შეცვლას, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან მედიის მიერ არატრადიციული ურთიერთობების პოპულარიზაციას და სხვ. ეს კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან და მისი გადახედვის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

 

 

„ძალადობრივი მიტინგების დროს დაფიქსირდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენების რამდენიმე შემთხვევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდა. სამწუხაროდ, გამოძიებამ შესაბამისი პირების იდენტიფიცირება ვერ შეძლო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო სათანადო ზომები ამგვარი გადაცდომების პრევენციისთვის, რის გამოც სამინისტროს სისტემაში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მიღებული ზომების შედეგად, გასული წლის 4 ოქტომბერს ხელისუფლებამ სრულად შეძლო ინციდენტების თავიდან არიდება და ხელისუფლების გადატრიალების ძალადობრივ მცდელობას უმაღლესი სტანდარტებით დაუპირისპირდა", - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის, ე.წ. ენჯეოების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ე.წ. ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვეციის უხეშ დარღვევაზე.

 

 

„კრიტიკული განცხადებები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ ოპოზიციის, ე.წ. ენჯეოების თუ კონკრეტული ელჩების მიმართ, ყოველთვის არის პასუხი ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, ე.წ. ენჯეოების რადიკალურ პოლიტიკურ აქტივობებზე და ელჩების მიერ ვენის კონვეციის უხეშ დარღვევაზე. ასეთ პირობებში, ხელისუფლების ხმას, ბუნებრივია, მიკერძოებული უცხოელი ექსპერტის მოწოდება ვერ ჩაახშობს. საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მომავალშიც ხმამაღლა დაიცავს.

 

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანა და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრა ქვეყნის შიდა საქმეა და ამაში ქვეყნის გარედან ვერავინ ჩაერევა. საქართველოში სამართლის უზენაესობა პოლიტიკურ კონიუნქტურას არც მომავალში დაექვემდებარება და მყარად იქნება დაცული.

 

 

საქართველოში დაცული უნდა იყოს მედიის ობიექტურობის სტანდარტები და 150 პოლიტიკურ აქტივისტს არ უნდა ჰქონდეს დანარჩენ მოსახლეობაზე ძალადობის უფლება. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა არათუ არ უნდა გაუქმდეს, არამედ ზედმიწევნით აღსრულდება", - განაცხადა პრემიერმა.

 

 





მსგავსი სიახლეები
თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, გზავნილების მორიგ სააღდგომო გათამაშებას გთავაზობთ
ირაკლი კობახიძე - ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი სრულ შესაბამისობაშია სამართლებრივ პრინციპებთან
კობა კობალაძემ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ვახტანგ ადამაშვილს 101 წლის იუბილე მიულოცა
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ კარკუჩაში ზვავი ჩამოწვა
16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
16 მარტის ამინდის პროგნოზი
პატრიარქისგან გეძლევათ ლოცვა-კურთხევა რომ ეს ლოცვა ყოველდღიურად წაიკითხოთ
,,ჯვარი საღვთო სიყვარულის სიმბოლოა - თუ მართებულად თაყვანს ვცემთ ჯვარს, მაშინ მწუხარება სიხარულად შეიცვლება''- მეუფე შიო
შალვა პაპუაშვილი: „იმედს“ კიდევ ბევრი წელი უნდა ჰქონდეს იმისთვის, რომ იყოს ის, რაც მისი სახელია - იმედი
ძლიერი ქარი, ზოგან თოვლი, მაღალ მთაში ზვავსაშიშროება - გაფრთხილება ამინდის შესახებ
15 მარტს დიდი მარხვის მესამე კვირას ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულია - სამი ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება
15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
15 მარტის ამინდის პროგნოზი
გრძელდება "ოცნების ქალაქის" პროექტი და მომავალ წელს ექსპლუატაციაში შევა ათასზე მეტი ბინა, რომელიც უფასოდ გადაეცემა "ოცნების ქალაქში" ჩასახლებულ ჩვენს მოქალაქეებს -ირაკლი კობახიძე
დიდმარხვის III შაბათს - 14 მარტს მიცვალებულთა მოხსენიების დღეა! - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
14 მარტის ამინდის პროგნოზი
პრემიერი - ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან
გარემოს ეროვნული სააგენტო 14-16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას ავრცელებს
"მედია მოუწევს თავის წილი პასუხისმგებლობის აღება - კანონი არსებობს იმისთვის, რომ აღსრულდეს"-გოგა გულორდავა