შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს

აშშ-ში მდებარე ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალისტების მიერ გამოცემა Nature Human Behaviour-ში გამოქვეყნებულ ნაშრომშია თავმოყრილი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალ ალგორითმს კრიმინალის პროგნოზირება დროისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით ძალადობრივი და ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულების შესახებ საჯარო მონაცემების გაანალიზების შედეგად შეუძლია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ალგორითმი დანაშაულს, დაახლოებით, 90%-იანი სიზუსტით პროგნოზირებს.

ცალკეული მოდელის შემთხვევაში, მკვლევართა ჯგუფმა სამართალდამცველების დანაშაულზე რეაგირება ინციდენტების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობის ანალიზის შედეგად შეისწავლა. სპეციალისტებმა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე არეალებში შეგროვებული მონაცემები ერთმანეთს შეადარეს და დაადგინეს, რომ მდიდარ უბნებში დანაშაულს მეტი დაპატიმრება მოჰყვებოდა, ვიდრე ეს შედარებით ღარიბი უბნების შემთხვევაში იყო. ეს კი, მათი თქმით, სამართალდამცველების რეაგირებისა და აღსრულების მიკერძოებულობაზე მიუთითებს.

დანაშაულის პროგნოზირების სხვა მოდელები ხშირად ფოკუსირებას ე.წ. „ცხელ წერტილებზე“ აკეთებენ, რის გამოც ამ სივრცის მიღმა არსებული ტერიტორია უყურადღებოდ რჩება. ისინი არც ზემოხსენებულ ფაქტორს – სხვადასხვა არეალში დანაშაულსა და სამართალდამცავების რეაგირება-აღსრულების შედეგებს შორის არსებულ სხვაობას ითვალისწინებენ.

რაც შეეხება ჩიკაგოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შემუშავებულ ალგორითმს, ის ქალაქს არა განსხვავებული სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე უბნებად, არამედ კონკრეტული ფართობის მომცველ ტერიტორიებად ყოფს და კრიმინალს ამის მიხედვით პროგნოზირებს.

სპეციალისტების განცხადებით, ახალმა მოდელმა დანაშაულის ალბათობა ჩიკაგოში 90%-იანი სიზუსტით იწინასწარმეტყველა. მან დადებითი შედეგები აჩვენა ასევე აშშ-ის კიდევ რვა ქალაქში.





მსგავსი სიახლეები
ორასი ათასი ოქროს დინარი - ქრისტეს დატყვევებული ჯვრის სანაცვლოდ და სალადინის პასუხი
ფრანგი ისტორიკოსი ქართველთა შესახებ
„დედამიწა იმაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა“ - Forbes
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ალფრედ ნობელის შესახებ
ამერიკელი 13 მილიარდერი, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ
ქალაქი, სადაც მზე არ ამოდის
ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დუელი
საინტერესო ფაქტები, რომელთაც ისტორიის წიგნებში ვერ შეხვდებით
როგორ დავფაროთ ზედმეტი კილოგრამები სწორად! 8 რჩევა ჯორჯო არმანისგან
საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
8 ფაქტი ყავის შესახებ - ყავა თხის მწყემსმა აღმოაჩინა
ფულის ხის სარგებელი და ზიანი: რატომ არ უნდა გქონდეთ ის სახლში
საცხოვრებელი ადგილი: შავი ზღვის ფსკერი - სახლები შავ ზღვაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს
ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა - როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი
ფაქტები და მითები ფრენის შესახებ
ავსტრიაში დღემდე მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული კანონი
3 სასარგებლო სასუქი ქოთნის მცენარეებისთვის
129 წლის წინ ,,ტფილისში'' სატელეფონო ქსელი ამუშავდა
შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს
აქვს თუ არა ცხოველს ალერგია ადამიანზე?