ავსტრიაში დღემდე მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული კანონი

ავსტრიაში დღემდე მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული კანონი, რომელსაც ,,ჰაბსბურგების კანონი" ეწოდება.

კანონი ავსტრიამ 1919 წელს მიიღო, რომლის მიხედვითაც ყოფილ საიმპერიო ოჯახს, ჰაბსბურგებს ჩამოერთვათ მთელი ქონება, ოჯახის წარნომადგენლებს კი ქვეყანაში შესვლა და აეკრძალათ. 1935 წელს კანონი გაუქმდა და ოჯახს კუთვნილი ქონება დაუბრუნდა, თუმცა ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ნაცისტებმა კვლავ აღადგინეს, და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ნაცისტების შემოღებული კანონი დღემდე არ გაუქმებულა. 1955 წლამდე ავსტრია სსრკ-ს და სხვა ქვეყნების საოკუპაციო ჯარებს9 ეკავათ და სწორედ სსრკ-ს მოთხოვნით ავსტრიის დამოუკიდებლობის შეთანხმებაში აღნიშნული კანონიც შევიდა.

1994 წელს, როცა ავსტრიამ ევროკავშირში შესვლა მოითხოვა, იძულებული გახდა შეემსუბუქებინა კანონი და ჰაბსბურგებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მიეცათ, თუმცა მათ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებოდათ, 2010 წელს ულრიხ ჰაბსბურგ-ლოთრინგენს არ დართეს უფლება პრეზიდენტობისთვის ეყარა კენჭი, მაგრამ 2011 წელს ეს წესიც მოხსნეს, უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებას კი ოჯახს მაინც არ უბრუნებენ, მიუხედავად არაერთი საჩივრისა.

ფოტოზე მარცხნივ: ოტო ფონ ჰაბსბურგი (1912-2011) ავსტრიის ბოლო იმპერატორის, კარლის ვაჟი. ნათლობისას თქვეს, რომ ის ფრანც იოზეფ II გახდებოდა. იბრძოდა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ავსტრიის გათავისუფლებისთვის, რისთვისაც გერმანელებმა მას სიკვდილით დასჯაც მიუსაჯეს. მოგვიანებით იყო ევროპარლამენტარი. ფოტოზე მარჯვნივ, მისი ქალიშვილი გაბრიელა ფონ ჰაბსბურგი, საქართველოს მოქალაქე, საქართველოს ელჩი გერმანიაში 2009-13 წლებში, თბილისის სამხატვრო აკადემიისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი. 2011 წელს, მისი მიწვევით ოტო ფონ ჰაბსბურგის დაკრძალვას ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი.

ფოტოზე მარჯვნივ ქვემოთ: ოტო ფონ ჰაბსბურგი მამამისის მეფედ კურთხევისას, 1916 წელს.





მსგავსი სიახლეები
ორასი ათასი ოქროს დინარი - ქრისტეს დატყვევებული ჯვრის სანაცვლოდ და სალადინის პასუხი
ფრანგი ისტორიკოსი ქართველთა შესახებ
„დედამიწა იმაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა“ - Forbes
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ალფრედ ნობელის შესახებ
ამერიკელი 13 მილიარდერი, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ
ქალაქი, სადაც მზე არ ამოდის
ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დუელი
საინტერესო ფაქტები, რომელთაც ისტორიის წიგნებში ვერ შეხვდებით
როგორ დავფაროთ ზედმეტი კილოგრამები სწორად! 8 რჩევა ჯორჯო არმანისგან
საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
8 ფაქტი ყავის შესახებ - ყავა თხის მწყემსმა აღმოაჩინა
ფულის ხის სარგებელი და ზიანი: რატომ არ უნდა გქონდეთ ის სახლში
საცხოვრებელი ადგილი: შავი ზღვის ფსკერი - სახლები შავ ზღვაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს
ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა - როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი
ფაქტები და მითები ფრენის შესახებ
ავსტრიაში დღემდე მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული კანონი
3 სასარგებლო სასუქი ქოთნის მცენარეებისთვის
129 წლის წინ ,,ტფილისში'' სატელეფონო ქსელი ამუშავდა
შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს
აქვს თუ არა ცხოველს ალერგია ადამიანზე?