„დედამიწა იმაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა“ - Forbes

მეცნიერები თვლიან, რომ არა მხოლოდ დედამიწა, არამედ მზის სისტემის სხვა პლანეტებიც მოსალოდნელზე გაცილებით დიდი ხნის წინ არსებობდნენ.

 

შორეული ვარსკვლავების ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ პლანეტები ფორმირებას მშობელ ვარსკვლავთან ერთად იწყებენ და არა მილიონობით წლის შემდეგ, როგორც ამას აქამდე ვარაუდობდნენ, ამის შესახებ Forbes-ი წერს.

 

აქამდე ითვლებოდა, რომ პლანეტები ვარსკვლავის გარშემო მას შემდეგ ყალიბდებიან, როცა გარკვეულ ზომას მიაღწევენ. მაგრამ დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერთა ახალი კვლევა საპირისპიროს ამტკიცებს. ასტრონომებმა სამყაროს ზოგიერთი უძველესი ვარსკვლავი შეისწავლეს და მივიდნენ დასკვნამდე, რომ ვარსკვლავები და მათი მიმდებარე პლანეტები ერთდროულად წარმოიქმნება.

 

„ჩვენ კარგად გვესმის, როგორ ხდება პლანეტების ფორმირება, მაგრამ როდის იწყება ეს პროცესი? ჩვენი კვლევის მიზანი იყო გაგვეგო, პლანეტების ფორმირება ვარსკვლავის ფორმირების დროს იწყება, თუ მილიონობით წლის შემდეგ, როცა ვარსკვლავი გაიზრდება" - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერი ემი ბონსორი.

 

მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ მზის სისტემის ფორმირება გაზის ღრუბლიდან მზის წარმოქმნით 4,6 მილიარდი წლის წინ დაიწყო. ითვლება, რომ პლანეტებმა ფორმირება ასობით მილიონი წლის შემდეგ, მზის ირგვლივ გაზით და მტვრით სავსე დისკიდან დაიწყეს. კერძოდ, ვარაუდობენ, რომ დედამიწა 4,5 მილიარდი წლის წინ ჩამოყალიბდა.

 

 

 

ახალი კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ALMA რადიოტელესკოპის კომპლექსი გამოიყენეს, რომელიც ჩილეს ატაკამის უდაბნოში (სამხრეთ ამერიკა) თეთრი ჯუჯა ვარსკვლავების ატმოსფეროს შეისწავლის. თეთრი ჯუჯები გადაშენებული მკვდარი ვარსკვლავებია. ამ მკვდარი ვარსკვლავების ატმოსფეროში მეცნიერებს პლანეტების იმ ნარჩენების პოვნა სურდათ, რომლებიც ახალ პლანეტებს ქმნიან.

 

ბონსორის თქმით, თეთრი ჯუჯების ატმოსფერო ერთგვარი კოსმოსური სასაფლაოა, რადგან მათში ასტეროიდების და პლანეტების ფრაგმენტები გვხვდება, რომლებიც ახალი პლანეტების ჩამოყალიბების შემდეგ დარჩა.

 

 

ზოგადად მიღებულია, რომ პლანეტების ფორმირება აკრეციის დისკში ახალგაზრდა ვარსკვლავის გარშემო იწყება, რომელიც წყალბადის, ჰელიუმისგან, ყინულისა და მტვრის ნაწილაკებისგან შედგება. ეს „ნაერთი“ დროთა განმავლობაში ზომაში იზრდება და პლანეტებად და ასტეროიდებად ყალიბდება.

 

„ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ პლანეტები ახალი ვარსკვლავის წარმოქმნისთანავე იწყებენ ფორმირებას. ანუ, ისინი წარმოქმნას ვარსკვლავური სისტემის გამოჩენის საწყის ეტაპზეც იწყებენ. ამიტომ, გვჯერა, რომ დედამიწა და სხვა ჩვენი მზის სისტემის პლანეტები ბევრად უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა,“ ამბობს ბონსორი.





მსგავსი სიახლეები
ორასი ათასი ოქროს დინარი - ქრისტეს დატყვევებული ჯვრის სანაცვლოდ და სალადინის პასუხი
ფრანგი ისტორიკოსი ქართველთა შესახებ
„დედამიწა იმაზე ბევრად ადრე გაჩნდა, ვიდრე აქამდე გვეგონა“ - Forbes
რამდენიმე საინტერესო ფაქტი ალფრედ ნობელის შესახებ
ამერიკელი 13 მილიარდერი, რომლებსაც უმაღლესი განათლება არ მიუღიათ
ქალაქი, სადაც მზე არ ამოდის
ილია ჭავჭავაძისა და ნიკო ნიკოლაძის დუელი
საინტერესო ფაქტები, რომელთაც ისტორიის წიგნებში ვერ შეხვდებით
როგორ დავფაროთ ზედმეტი კილოგრამები სწორად! 8 რჩევა ჯორჯო არმანისგან
საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით
8 ფაქტი ყავის შესახებ - ყავა თხის მწყემსმა აღმოაჩინა
ფულის ხის სარგებელი და ზიანი: რატომ არ უნდა გქონდეთ ის სახლში
საცხოვრებელი ადგილი: შავი ზღვის ფსკერი - სახლები შავ ზღვაში, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ააშენეს
ღარიბი ბიჭის ისტორია, რომელიც ფეხსაცმელზე ოცნებობდა - როგორ გახდა Salvatore Ferragamo მსოფლიო ბრენდი
ფაქტები და მითები ფრენის შესახებ
ავსტრიაში დღემდე მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დისკრიმინაციული კანონი
3 სასარგებლო სასუქი ქოთნის მცენარეებისთვის
129 წლის წინ ,,ტფილისში'' სატელეფონო ქსელი ამუშავდა
შეიქმნა ალგორითმი, რომელიც დანაშაულს ერთი კვირით ადრე პროგნოზირებს
აქვს თუ არა ცხოველს ალერგია ადამიანზე?