ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით -პრემიერი

ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, იძლევა ნათელ სურათს, სად არის პროგრესი და სად არის საჭირო მეტი მუშაობა.

„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი „გალტ ენდ თაგარტს" სექტორისთვის ამ უაღრესად დროული და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პლატფორმის შექმნისთვის.
სოფლის მეურნეობა ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და რეგიონული განვითარების მამოძრავებელი ძალაა. სახელმწიფოს მიდგომა ამ სექტორის მიმართ მტკიცე და თანმიმდევრულია: ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით. სწორი ეკონომიკური პოლიტიკის დასაგეგმად ზუსტი ანალიტიკა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალიან დასაფასებელია სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის შექმნა, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი. ეს ინსტრუმენტი, პროდუქტიულობის, ფასებისა და ინვესტიციების მაჩვენებლებით, გვაძლევს ნათელ სურათს, სად გვაქვს პროგრესი და სად გვჭირდება მეტი მუშაობა.

ციფრები და დარგობრივი ანალიზი, რომლებსაც დღეს დეტალურად გავეცნობით, ნამდვილად ყურადსაღებია. 2025 წელს ჩვენი კვების პროდუქტების ბაზარმა 21.5 მილიარდ ლარს მიაღწია. 2019 წლის შემდეგ ეს მოცულობა თითქმის გაორმაგებულია, ხოლო არსებული ტენდენციით 2030 წლისთვის 30-მილიარდიან ბაზარს ველოდებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ამ მზარდ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოებით ვუპასუხოთ. დღეს ხორცის, რძის პროდუქტებისა და მარცვლეულის მიმართულებით ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად ვართ დამოკიდებული იმპორტზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 





მსგავსი სიახლეები
ან ვიქნებით ერთად, ან გავქრებით, მხოლოდ უკომპრომისო შეუპოვარი ბრძოლით გავიმარჯვებთ, იმედს ვიტოვებ, სულ მალე „ლელოსთან“ ერთად ვიქნებით გადამწყვეტ ბრძოლაში -მიხეილ სააკაშვილი
საქართველოში ვითარება არ გაუმჯობესებულა, ვიცით, რა სურს ქართველ ხალხს, თუმცა, როგორც ჩანს, მთავრობა არ არის დაინტერესებული ევროპული გზით -ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი
ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ე.წ. ანგარიში დაუსაბუთებელი და პოლიტიზებულია, დასკვნაში პოლიტიკურად ანგაჟირებული მოსაზრებებია-არჩილ გორდულაძე
ირაკლი კობახიძე ბელარუსის ვიცე-პრემიერს შეხვდა
სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი ამოცანაა საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოება, ბაზრების დივერსიფიკაცია გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობის მთავარი გარანტია -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სოფელს მოდერნიზაციაში, მათ შორის, ძლიერი, ტექნოლოგიურად გამართული და ბიზნესზე ორიენტირებული ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებით -პრემიერი
მიხეილ ყაველაშვილი: ვერ დამისახელებთ ვერც ერთ აქციას, რომელიც მშვიდობიანი იყო და ძალადობით ჩაახშო ხელისუფლებამ. გამორიცხულია, არ არსებობს და ეს ხომ სიმართლეა, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება
,,მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშც წინა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციების გაგრძელებაა''- მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პირველი ლედი მელანია ტრამპის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს გლობალურ სამიტში - "ერთად უკეთესი მომავლისთვის," რომელიც ვაშინგტონში გაიმართება
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენდა სამწუხაროდ მედია საშუალებებით, სოციალური ქსელებით, დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციებით და აქტივისტებით ცდილობენ რაღაც ნაწილის დამორჩილებას
,, ქვეყანამ არ უნდა დაუშვას შეცდომა, რადგან ეს გაანადგურებს იმას, რაც წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს - ენა, კულტურა, სარწმუნოება, ტრადიციები''- მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი: ამ ქაოსში, რაშიც დღეს მსოფლიოა მოქცეული, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც წინასწარ ჰქონდა გათვლილი როგორ მოქცეულიყო, როგორ შეენარჩუნებინა მშვიდობა
მიხეილ ყაველაშვილი: საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, გეოპოლიტიკური სივრცე, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით უდიდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს პირველ რიგში ხელისუფალს, პოლიტიკურ ლიდერებს, მთლიანად სახელმწიფოს და მოქალაქეებს
,,აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა''- „ლელო - ძლიერი საქართველო“
„ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული''- ირაკლი კუპრაძე
„იმედის” სანქციები საერთაშორისო გლობალური სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული დიდი მმართველობითი ქსელის ერთ-ერთი ცენტრიდან მოდის და ეს ჩემთვის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანია - დავით დარჩიაშვილი
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს - შალვა პაპუაშვილი
,,სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას საქართველო დიდი ხანია, აწარმოებს''- შალვა პაპუაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე: ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში გამნაღმველებივით ვმუშაობთ - ერთი ნაბიჯი იქეთ ან აქეთ და შეიძლება ქვეყანა აგვიფეთქდეს
,,მაქვს მოლოდინი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში პოზიტიური ძვრებისა''- ნიკოლოზ სამხარაძე