თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება - "უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე" - გამოაქვეყნა. როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, რაოდენობრივი გაანგარიშება საკმაოდ რთულია. ამის გათვალისწინებით, წინა კრიზისებისა და ექსპერტულ მსჯელობაზე დაყრდნობით, შესაძლო სცენარი შეიძლება იყოს კონფლიქტის ესკალაცია, შედარებით მოკლე პერიოდის განმავლობაში, რასაც მოჰყვება რუსეთზე ეკონომიკური სანქციების დაწესება, თუმცა საანგარიშსწორებო სისტემა SWIFT-ის გათიშვის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოა 2022 წელს უკრაინის ეკონომიკის დაახლოებით - 10%-იანი, რუსეთი ეკონომიკის კი 1%-2%-იანი ვარდნა. ამავდროულად, ხდება ჰრივნისა და რუბლის აშშ დოლართან 40%-ითა და 15%-ით გაუფასურება. აღსანიშნავია, რომ 2014-2015 წლებისაგან განსხვავებით, ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი, ნავთობისა და სხვა სასაქონლო ფასების შემცირება სცენარში არ განიხილება.

 

მსგავსი განვითარების შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს ქვეყნების მიხედვით, მოთხოვნის მიმართ მგრძნობიარე ექსპორტი,  გზავნილები და ტურისტული შემოდინებები უკრაინის შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით, რუსეთის შემთხვევაში კი დაახლოებით 10%-ით შემცირდება. ამასთან, ტურიზმის მხრივ თიბისი კაპიტალი ითვალისწინებს, რომ სექტორი ჯერ კიდევ აღდგენის ფაზაშია და შესაბამისად, შემოდინებების შემცირება მხოლოდ 2022 წლის საბაზო სცენართან მიმართებით ფიქსირდება.     

 

მთლიანობაში, წმინდა სავალუტო შემოდინებებში, 2022 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით, დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონ დოლარად არის შეფასებული. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის აღდგენის არგუმენტის გამო, ანალოგიური მაჩვენებელი 2021 წელთან მიმართებით საკმაოდ მცირეა და 10 მილიონ აშშ დოლარს არ აღემატება.

 

ეკონომიკის ზრდაზე ზეგავლენის კუთხით, შოკი დაახლოებით 1.5 პროცენტული პუნქტის ოდენობითაა შეფასებული. თუკი 2022 წელს საბაზო სცენარი 5.5%-იანი ზრდაა, სტრესულ სცენარში ზრდა დაახლოებით 4.0%-ით განისაზღვრება. ლარის კურსის მხრივ, ზეგავლენა დაახლოებით 10%-იანი გაუფასურებაა, რაც ძირითადად უფრო სუსტი ჰრივნისა და რუბლის შედეგია, ვიდრე ცალკე აღებული სავალუტო შემოდინებების დანაკლისის, ვინაიდან 2022 წლის საგადამხდელო ბალანსის თიბისი კაპიტალის საპროგნოზო მაჩვენებლების მიხედვით, შოკი მატერიალური, თუმცა მაინც მართვადია.  

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 31 იანვრის განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

 

 





მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
"ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია!" - მადონა კოიძე (ვიდეო)
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი
ვაჟაც რომ იყოს, მასაც დავხვრეტდით - ეს პასუხი დაუტოვეს ისტორიას ბოლშვიკებმა - როგორ დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი
კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთი ორი წლით ჩამოაშორეს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ორ უახლოეს ოლიმპიადას
მეუფე იოანე გამრეკელი - ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა