რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი

ეს არის უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუში“, – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გუშინ გავრცელებული დეზინფორმაცია თითქოსდა ციხეში მომხდარი ბუნტის თაობაზე.

„ისაუბრო იმაზე, რომ ციხეში არის ბუნტი და ასე დაძაბო პატიმრების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, არცერთ ადამიანურ და მორალურ სტანდარტში აღარ ჯდება. ამ ყველაფერს ავრცელებს ის ხალხი, ვის დროსაც ვიცით, რა მდგომარეობა იყო, მაგალითად, ბათუმის ციხეში, როცა ერთ საკანში 30 ადამიანი იყო მოთავსებული და პატიმრებს ფეხზე მდგომებს ეძინათ. ეს ხალხი დღეს ჩვენ გველაპარაკება პატიმრების უფლებებზე, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ყოველგვარ მორალურ სტანდარტს სცდება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრმა მოუწოდა ყველას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან.

„მინდა, ვთხოვო მათ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევისაგან. ეს ნომერი მათ, დარწმუნებული იყავით, არ გაუვათ; ხალხი არის ბრძენი, ხალხს სჭირდება სიმართლე და სიმართლეს ვაწვდით ჩვენ. მათ ყოველ მსგავს ბინძურ ტყუილზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და ნამდვილად ვერავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ ასეთი ბინძური ფორმებით დაძაბოს“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის თქმით, უწყების ინტერესია, ყველა პატიმრის უფლება მაქსიმალურად იყოს დაცული. მინისტრმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.





მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
"ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია!" - მადონა კოიძე (ვიდეო)
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი
ვაჟაც რომ იყოს, მასაც დავხვრეტდით - ეს პასუხი დაუტოვეს ისტორიას ბოლშვიკებმა - როგორ დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი
კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთი ორი წლით ჩამოაშორეს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ორ უახლოეს ოლიმპიადას
მეუფე იოანე გამრეკელი - ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა