საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა

საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიამ აკადემიის საპატიო პრეზიდენტის, აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო ონლაინ-კონფერენცია – „უმაღლესი სკოლის პედაგოგიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“ – გამართა. ამ მნიშვნელოვან სამეცნიერო ფორუმში, რომლის ორგანიზატორები განათლების მეცნიერებათა აკადემია და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ, მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, ყაზახეთის აკადემიური წრეების წარმომადგენლები. პლენარული სხდომა გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე. მან ქალბატონ ნათელა ვასაძეს მიულოცა იუბილე და აღნიშნა: „ქალბატონი ნათელა ვასაძის პიროვნებაში ბუნებრივად არის შერწყმული ერთი მხრივ, ხელმძღვანელის პრინციპულობა, მეორე მხრივ – კოლეგიალური გულისხმიერება, ადამიანური სითბო და თანადგომა. ქალბატონი ნათელა კდემამოსილებით, მაღალი ზნეობით, გონიერებით, განსაკუთრებული ორატორული ნიჭით, ჭეშმარიტად ამშვენებს განათლების მეცნიერებათა აკადემიას.“


მონაწილეებს მიესალმა და ქალბატონ ნათელა ვასაძეს იუბილე მიულოცა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, პროფესორმა ნუნუ მიცკევიჩმა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის წევრები და  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. ღვაწლმოსილ ქალბატონს ყველამ დიდი სიყვარულით მიულოცა იუბილე. სსუ-ის ყოფილი რექტორი, აკადემიკოსი ოთარ ჟორდანია, მობილურით ჩაერთო კონფერენციაში და ისაუბრა ქალბატონი ნათელას ღვაწლზე. აღსანიშნავია, რომ, წელს საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაარსებიდან, 25 წელი შესრულდა. აკადემიკოსმა ნათელა ვასაძემ თავის გამოსვლაში ისაუბრა განათლების მეცნიერებათა აკადემიის დაარსების პერიპეტიებზე, იმ სამუშაოებსა და ღონისძიებებზე, რომლებიც ამ მეოთხედი საუკუნის მანძილზე ჩაუტარებია აკადემიას. დასასრულ, ქალბატონმა ნათელამ, მონაწილეებს მადლობა გადაუხადა კონფერენციისთვის, ჩატარებული სამუშაოებისთვის. 





მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
"ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია!" - მადონა კოიძე (ვიდეო)
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი
ვაჟაც რომ იყოს, მასაც დავხვრეტდით - ეს პასუხი დაუტოვეს ისტორიას ბოლშვიკებმა - როგორ დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი
კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთი ორი წლით ჩამოაშორეს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ორ უახლოეს ოლიმპიადას
მეუფე იოანე გამრეკელი - ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა