ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი

კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი ვანდალიზმის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს და პოლიციას რეაგირებისკენ მოუწოდებს: 

თბილისში სულ 3 ეპიგრაფიკული არაბულ წარწერიანი ძეგლია ნაპოვნი. ერთი სეიდაბადში (მე-7 ს.), მეორე სოფელ დიღომთან მაჩხანში (მე-9 ს.) და მესამე 2012 წელს გამოვლინდა, პუშკინის ქუჩაზე, ძველ გალავანში ჩაშენებული ლოდის სახით, რომელზეც 6 სტრიქონიანი ამოკაწრული არაბული წარწერაა დატანილი. პირველი 4 სტრიქონი არ იკითხება. ბოლო ორი - ნაწილობრივ. წარწერა არაბული კალიგრაფიის ქუფურ სტილს განეკუთვნება. ტექსტი გვამცნობს, რომ წარწერა შესრულებულია სალლამ იბნ ჰაბბანის ან ჰაიანის მიერ ჰაჯის მეორე საუკუნეში, ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით მე-8 - მე-9 საუკუნეების მიჯნაზე.
ეს წარწერა ქვიშაქვაზეა გაკეთებული. ქვიშაქვა რბილი და პრობლემური ქვაა, გამოქარვისა და გაფხვიერებისკენ მიდრეკილი.
ვიღაც ვანდალმა, გადაწყვიტა თბილისში არაბული კვალის მოსპობა და ცხელი გუდრონით გადაშალა წარწერა! ეს არის კანონის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მუხლი 31-ს დარღვევა, რაც ძეგლის განზრახ დაზიანებას ნიშნავს და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით!!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე!
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა რას ელოდებით!
რას ვშლით და ვანადგურებთ, ისტორიას?! თბილისის საამირო კვალს?! არაბების 400 წლიან ბატონობას?! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია. ანჩისხატის სამრეკლოც მოვშალოთ, სპარსული არქიტექტურის გავლენაა. შახტახტიც დავანგრიოთ, იქ იყო არაბების დაარსებული თბილისის პირველი ობსერვატორია.... 
რას ვებრძვით, საკუთარ ისტორიას და ქალაქს?! რატომ მოიხსნა ის მინა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა წარწერას?! ვინ არის პასუხისმგებელი?! რატომ არის ეს გალავნის ნაშთი ტუალეტად ქცეული?! რატომ არ არის დამონტაჟებული კამერები?! ამ კითხვებზე პასუხს ვინ გაგვცემს?!




მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
"ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია!" - მადონა კოიძე (ვიდეო)
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი
ვაჟაც რომ იყოს, მასაც დავხვრეტდით - ეს პასუხი დაუტოვეს ისტორიას ბოლშვიკებმა - როგორ დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი
კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთი ორი წლით ჩამოაშორეს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ორ უახლოეს ოლიმპიადას
მეუფე იოანე გამრეკელი - ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა