კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა

დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარედ, ტყვარჩელის ქუჩაზე ე.წ ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა.

სკვერი მას შემდეგ მოეწყო, რაც თბილისის მერიამ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა განახორციელა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული სკვერი მეხუთე პროექტია, რომელიც სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.

„ეს ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით იყო ბარაკებით სავსე. მოხდა ადგილმონაცვლეობა და აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის მოეწყო სკვერი. დაახლოებით, 1300 კვადრატულ მეტრზეა ეს სივრცე მოწყობილი. ზოგადად, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დატვირთულია კორპუსებით. ვხედავთ, ირგვლივ რა ხდება და რა მდგომარეობაა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა. ჩვენ, რამდენიმე წლის წინ აქ სპორტული მოედანიც გავაკეთეთ. ეს სკვერი არის მეხუთე პროექტი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა, თუმცა, ამაზე არ ვჩერდებით. კიდევ არის გარკვეული ტერიტორიები, სადაც შევძლებთ ფარეხების აღებას, ბარაკების ადგილმონაცვლეობას და მოვაწყობთ ანალოგიურ სივრცეებს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოსახლეობისთვის“ , - განაცხადა თბილისის მერმა.

სკვერი თბილისის მერთან ერთად პარლამენტის დეპუტატმა დავით სერგეენკომ და საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ დაათვალიერეს.

პროექტის შედეგად, 1300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ჩატარდა. ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები დაირგო, მოეწყო სარწყავი სისტემა და დაიგო რულონური ბალახი. ასევე, დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა და სკვერისთვის ყველა საჭირო ინვენტარი განთავსდა.

პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარი გამოიყო. სამუშაოები კი კომპანიამ - „გრინსერვისი +“ შეასრულა.





მსგავსი სიახლეები
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის უღელტეხილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე 30 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი
ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
საუდის არაბეთის ისტორიაში პირველად ავიარეისი ქალთა ეკიპაჟმა შეასრულა
გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო
გიორგი ტყემალაძემ და ზურაბ აბაშიძემ ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ჰუმანიტარული დახმარების მიმღებ პუნქტში უკრაინელი ბავშვებისა და დედებისთვის აუცილებელი პროდუქტები და ნივთები მიიტანეს
თიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან - „უკრაინა-რუსეთის რისკი: მატერიალური, თუმცა მართვადი ეკონომიკური გავლენა საქართველოზე"
ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება
"ეს არის სრული შოკი და სრული ანტისანიტარია!" - მადონა კოიძე (ვიდეო)
რატი ბრეგაძე - უკიდეგანო ბოროტების კლასიკური ნიმუშია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ციხეში იყო ბუნტი
ამოიღეთ კამერები! დააკავეთ დამნაშავე! ამ "ლოგიკით" სპარსელების აშენებული ნარიყალაც დასანგრევია - ცირა ელისაშვილი
ვაჟაც რომ იყოს, მასაც დავხვრეტდით - ეს პასუხი დაუტოვეს ისტორიას ბოლშვიკებმა - როგორ დახვრიტეს ლევან რაზიკაშვილი
კახა კალაძემ სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილას მოწყობილი სკვერი დაათვალიერა
1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 293 ფაქტი გამოავლინეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია
საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია აკადემიკოს ნათელა ვასაძის 90 წლის იუბილეს მიეძღვნა
„რუსთავის აზოტი“ მოსარჩელე რომან ფიფიასა და კომპანია BGEO GROUP LIMITED-ის შორის არსებულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რუსეთი ორი წლით ჩამოაშორეს დიდ საერთაშორისო ტურნირებს, მათ შორის, ორ უახლოეს ოლიმპიადას
მეუფე იოანე გამრეკელი - ტაძარში წყალი გაზაფხულზე ნამდვილად ჩავიდა, თუმცა ფრესკების დაზიანება კატასტროფული არ არის
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 46 პაციენტი გარდაიცვალა