რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?

საუკეთესოა სათვალე, რომელიც თვალს 100%-ით იცავს. ასეთ სათვალეს უნდა ეწეროს UV400. რაც უფრო ნაკლებია ეს ციფრი, ის უფრო მეტად ატარებს ულტრაიისფერ სხივებს. ბევრს ჰგონია, რომ თუ სათვალე მუქი შეფერილობისაა და შუქს მარტივად არ ატარებს, ასეთი სათვალე ყველაზე კარგია თვალისთვის. თუმცა ეს მცდარი შეხედულებაა.

თვალისთვის ყველაზე დიდ საშიშროებას სწორედ უხარისხო მუქი ფერის სათვალე წარმოადგენს, რადგან მისი მეშვეობით მზის მიმართულებით მარტივად ვიყურებით და თუკი ამ დროს სათვალეს არ გააჩნია ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფუნქცია ის შეიძლება ჩვენი დაბრმავების მიზეზიც კი გახდეს.

ამიტომ უკიდურეს შემთხვევაში თუ არჩევანს მაინც უხარისხო სათვალეზე გააკეთებთ უმჯობესია ის შედარებით ღია ფერის იყოს, რადგან ასე თქვენ ვერ შეძლებთ მზისთვის თვალის გასწორებას და ნაკლებ საფრთხეს შეუქმნით თავლებს.

სათვალისთვის საუკეთესო ფერად მწვანეყავისფერი და ნაცრისფერი მიიჩნევა. ასეთი ფერების აქსესუარები ამშვიდებს თვალებს. წითელი ფერის ლინზის მოხმარება არ არის რეკომენდებული. ყველაზე საშიში კი ლურჯი ფერის სათვალეა, რომელსაც ექიმები კატეგორიულად კრძალავენ.





მსგავსი სიახლეები
"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ
„რაც დევს თეფშში, ის დევს თავის ტვინშიც“ – გიორგი ღოღობერიძე დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვებ პროდუქტს გვიზიარებს
ნორმალური წონის, მაგრამ ფიზიკურად არააქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების იგივე რისკი გააჩნიათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ - კვლევა
რატომ არ შეიძლება ჩაის პაკეტის გამოწურვა
თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
თუ გახდომა გვინდა, რა დროს არის საკვების მიღება უმჯობესი
სახის ხუთი ნიღაბი ზამთარში, რომელიც კანს მბზინვარეს ხდის და უამინდობისგან იცავს
„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ - გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს
დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს
რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი
რატომ არის საშიში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება
გამოვლინდა თუ არა ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა
თუკი პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის ტექნიკის შესახებ
„არის საშიშროება, რომ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ!- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?
რამდენად სასარგებლოა შუადღის ძილი - ლევან რატიანი გვირჩევს