"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ

სათაურით, - "ფაქტები ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ",  აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი "ჯორჯიან თაიმსის" ბლოგში, ადამიანის ამ ორი ორგანოს ურთიერთკავშირის შესახებ წერს.

 

ბლოგს უცვლელად გთავაზობთ:

 

"არსებობს ბაქტერიების პოპულაცია, რომელიც ცხოვრობს ჩვენს ნაწლავში და რომელსაც  ნაწლავის მიკრობიომი ეწოდება.

 

ნაწლავის მიკრობიომი თითოეული ინდივიდისთვის უნიკალურია და ის შედგება ათობით ტრილიონი მიკროორგანიზმისგან. 

 

ამ ბაქტერიების დიდ ნაწილს დაბადებისას, სამშობიარო არხში გავლის დროს ვიღებთ. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ანტიბიოტიკების გამოყენება, ან კიდევ, საკეისრო კვეთით დაბადება, უარყოფით გავლენას ახდენს მიკრობიომის ბაქტერიების შემადგენლობაზე.

 

კვლევებმა აჩვენა, რომ ნაწლავის მიკრობები ჩვენს მიერ მირთმეულ საკვებს გარდაქმნიან ათასობით ფერმენტად, ჰორმონად, ვიტამინად და სხვა მეტაბოლიტად, რომლებიც გავლენას ახდენენ ყველაფერზე, ჩვენი გონებრივი.

 

ჯანმრთელობიდან და იმუნური სისტემიდან დაწყებული, წონაში მომატების ალბათობით და ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკით დამთავრებული. 

 

დიდი ხანია ცნობილია, რომ ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს და ნაწლავის მიკრობიომმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ქცევაზე და ემოციებზე.

 

მიუხედავად იმის, რომ ნაწლავი და თავის ტვინი სხეულის სხვადასხვა ნაწილში მდებარეობენ, ისინი ერთმანეთთან ფიზიკურად არიან დაკავშირებული.  ნაწლავ-ტვინის ღერძი ორმხრივი კომუნიკაციის ღერძია, რომელიც ნაწლავებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას შორის არსებობს. 

 

ეს ორი ორგანო ერთმანეთთან კავშირშია ცთომილი ნერვის ანუ ვაგუსის საშუალებით, რომელიც ქიმიური სიგნალების მეშვეობით, ნაწლავს და თავის ტვინს შორის მუდმივ კომუნიკაციას განაპირობებს.

 

არაჯანსაღი საკვები იწვევს დაშლის პროდუქტების ფორმირებას, რაც კვებავს ნაწლავის მიკრობიომის “ცუდ” ბაქტერიებს.

 

და ნაწლავში ანთებითი პროცესების პროვოცირებას უწყობს ხელს. ნაწლავის ანთება დროთა განმავლობაში იწვევს ანთებას თავის ტვინში. 

 

ადამიანის ორგანიზმში ანთებითი პროცესი, სხვა მნიშვნელოვან უარყოფით ასპექტებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების განვითარებას იწვევს, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, აუტიზმი, დემენცია. 

 

ჯერ კიდევ 2011 წელს თაგვებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი თაგვები, რომლებიც მოიხმარდნენ სპეციფიკურ პრობიოტიკს, უფრო მშვიდ ქცევას ავლენდნენ, ვიდრე თაგვები, რომლებიც არ მოიხმარდნენ ამ  ბაქტერიას.

 

პრობიოტიკი ბაქტერია,  Lactobacillus rhamnosus, შეიცავს ნეიროგადამცემს, სახელად GABA, რომელსაც ტვინის აქტივობის რეგულირება და შფოთვის დამშვიდება შეუძლია. თაგვების რეაქციაზე, რომლებიც გამოიყენებდნენ L. rhamnosus, მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ ბაქტერია მათი ტვინის ქიმიაზე მკვეთრად დამამშვიდებლად მოქმედებდა.

 

კვლევები აჩვენებს, რომ ნაწლავის მიკრობიომის გაჯანსაღება სპეციფიკური დიეტის საშუალებით სტრესთან დაკავშირებული და ნეიროგანვითარების დარღვევების, მათ შორის აუტიზმისა და ჰიპერაქტიურობის მკურნალობაში ეხმარება. 

 

კვების სწორი, ჯანსაღი, დაბალანსებული რაციონი შეხამებული ფიზიკურ აქტივობასთან და ძილის სრულფასოვან რეჟიმთან მეტად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის შესანარჩუნებლად. 

 

ის საკვები, რასაც მივირთმევთ, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი ტვინის ჯანმრთელობაზე. თუ ჩვენ ვიკვებებით ანთების გამომწვევი, რაფინირებული შაქრის შემცველი, ულტრაპროცესირებული საკვებით, ქრონიკული დაავადებების და მათ შორის, მენტალური პრობლემების განვითარების რისკი, ზემოაღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, მკვეთრად იზრდება; მაშინ, როდესაც მთლიანი, ნატურალური, არაპროცესირებული საკვები ამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. 

 

ჩვენს ყოველდღიურ კვებით ჩვევებში მცირე და ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლილებებმა, ისეთმა, მაგალითად, როგორიცაა შაქრის შემცველი და ულტრაპროცესირებული საკვების მოხმარების შემცირება, შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ჩვენი არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობაც", - წერს ქეთი შავლიაშვილი. 





მსგავსი სიახლეები
"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ
„რაც დევს თეფშში, ის დევს თავის ტვინშიც“ – გიორგი ღოღობერიძე დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვებ პროდუქტს გვიზიარებს
ნორმალური წონის, მაგრამ ფიზიკურად არააქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების იგივე რისკი გააჩნიათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ - კვლევა
რატომ არ შეიძლება ჩაის პაკეტის გამოწურვა
თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
თუ გახდომა გვინდა, რა დროს არის საკვების მიღება უმჯობესი
სახის ხუთი ნიღაბი ზამთარში, რომელიც კანს მბზინვარეს ხდის და უამინდობისგან იცავს
„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ - გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს
დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს
რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი
რატომ არის საშიში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება
გამოვლინდა თუ არა ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა
თუკი პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის ტექნიკის შესახებ
„არის საშიშროება, რომ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ!- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?
რამდენად სასარგებლოა შუადღის ძილი - ლევან რატიანი გვირჩევს