თუკი პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გეგმავს შეამოწმოს სასმელ წყალში პლასტმასის ბოთლების მიკრობების შენარჩუნების პოტენციური რისკები.

ჩატარებული უმსხვილესი გამოძიების დროს, მსოფლიოს უმსხვილესი ბრენდების მიერ ჩამოსხმული წყლის ქიმიური შემადგენლობა შეისწავლეს, კერძოდ კი, ცხრა ქვეყნიდან 250 ბოთლი წყალი. თითქმის ყველა ბოთლი იპოვეს პლასტმასის ნაწილაკები.

„ყველა ბოთლში, ერთმანეთის მიყოლებით აღმოჩნდა პლასტმასის ნაწილაკები სასმელ წყალში. კვლევამ აჩვენა, რომ ეს ეხება ყველაფერს. პლასტმასი გახდა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ. ახლა ის აღწევს წყალში და სხვა პროდუქტებში, რომელთაც ჩვენ ვიყენებთ ” – თქვა ქიმიის პროფესორმა შერი მეისონმა.

ტესტირება ჩატარდა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ქალაქ ფრედონიაში.

გასულ წელს, შერი მეისონის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევისას პლასტმასის ნაწილაკები ჩამოსხმულ წყალში, ზღვის პროდუქტებში, ლუდში, ზღვის წყალსა და ჰაერშიც კი აღმოაჩინა.

პროფესორმა მეისონმა და მისმა კოლეგებმა სპეციალური ფილტრის საშუალებით პლასტიკური ნაწილაკების რაოდენობა დაითვალეს, რომელთა ზომამ გადააჭარბა 100 მიკრონს, ანუ ადამიანის თმის საშუალო სისქეს.

ამის შემდეგ, იმ პლასტმასის ნაწილაკები, რომელთა ზომამ მათ საშუალება მისცა, გაანალიზეს სპექტრომეტრზე, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ ეს მართლაც პლასტმასი იყო.

დღემდე არ არის დადასტურებული, რომ პლასტმასის მიკროპრობებს შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენონ, მაგრამ ასევე არაა ბოლომდე შესწავლილი მათი მავნე ეფექტები.





მსგავსი სიახლეები
"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ
„რაც დევს თეფშში, ის დევს თავის ტვინშიც“ – გიორგი ღოღობერიძე დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვებ პროდუქტს გვიზიარებს
ნორმალური წონის, მაგრამ ფიზიკურად არააქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების იგივე რისკი გააჩნიათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ - კვლევა
რატომ არ შეიძლება ჩაის პაკეტის გამოწურვა
თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
თუ გახდომა გვინდა, რა დროს არის საკვების მიღება უმჯობესი
სახის ხუთი ნიღაბი ზამთარში, რომელიც კანს მბზინვარეს ხდის და უამინდობისგან იცავს
„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ - გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს
დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს
რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი
რატომ არის საშიში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება
გამოვლინდა თუ არა ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა
თუკი პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის ტექნიკის შესახებ
„არის საშიშროება, რომ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ!- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?
რამდენად სასარგებლოა შუადღის ძილი - ლევან რატიანი გვირჩევს