გამოვლინდა თუ არა ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა

მიმდინარე წელს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პესტიციდების ნარჩენების შემცველობაზე შესამოწმებლად, სარეალიზაციო ობიექტებიდან ადგილობრივი წარმოების ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის 108 ნიმუში აიღო.  

ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, პესტიციდების შემცველობა არცერთ ნიმუშში არ გამოვლენილა. ტესტირება ჩატარდა 68 მოქმედ ნივთიერებაზე, მათ შორის, ქლორორგანულ და ფოსფორორგანულ, ასევე, დითიოკარბამატულ პესტიციდებზე. გამოკვლეულია ხილისა (ატამი, ვაშლი, ვაშლატამა) და კენკროვნების 44 ნიმუში, ბოსტნეულის (კარტოფილი, კიტრი, პომიდორი) 13 და ბაღჩეულის (საზამთრო, ნესვი) 51 ნიმუში.  

სურსათში პესტიციდების ნარჩენების დონე რეგულირდება „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სურსათ(ზე)ში/ცხოველის საკვებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით“, რომელიც საქართველოს მთავრობის 2016 წლის 29 დეკემბრის №623 დადგენილებით არის დამტკიცებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, სურსათის ნიმუშებში პესტიციდების შემცველობა არ დაფიქსირებულა, რაც ფერმერთა ინფორმირებულობის გაზრდის და სურსათის ეროვნული სააგენტოს გააქტიურებული სახელმწიფო კონტროლის შედეგია. 

2022 წელს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით, სააგენტოს მიერ დაგეგმილია არაცხოველური წარმოშობის სურსათის 236 და ცხოველური წარმოშობის სურსათის 102 ნიმუშის (სულ 338 ნიმუში) ლაბორატორიული ტესტირება. 





მსგავსი სიახლეები
"ტვინსა და ნაწლავებს შორის ორმხრივი კავშირი არსებობს" - რა უნდა ვიცოდეთ ნაწლავ-ტვინის ღერძის შესახებ
„რაც დევს თეფშში, ის დევს თავის ტვინშიც“ – გიორგი ღოღობერიძე დეპრესიის საწინააღმდეგო 5 საკვებ პროდუქტს გვიზიარებს
ნორმალური წონის, მაგრამ ფიზიკურად არააქტიურ პირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების იგივე რისკი გააჩნიათ, რაც ზედმეტი წონის მქონეთ - კვლევა
რატომ არ შეიძლება ჩაის პაკეტის გამოწურვა
თუ დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევთ, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ
თუ გახდომა გვინდა, რა დროს არის საკვების მიღება უმჯობესი
სახის ხუთი ნიღაბი ზამთარში, რომელიც კანს მბზინვარეს ხდის და უამინდობისგან იცავს
„ჩამოთვლილი ადამიანები დროზე უნდა აიცრან!“ - გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევას აქვეყნებს
დიეტოლოგებმა დაასახელეს სანელებლები, რომელიც მადას ამცირებს
რა მნიშვნელობა აქვს ცხიმის შემცველობას რძის პროდუქტებში და როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი
რატომ არის საშიში D ვიტამინის ჭარბი რაოდენობით მიღება
გამოვლინდა თუ არა ხილში, ბოსტნეულსა და ბაღჩეულში პესტიციდების შემცველობა
თუკი პლასტმასის ბოთლიდან წყალს ხშირად სვამთ, ეს ინფორმაცია თქვენთვისაა
ზიანი თუ სარგებელი: რა უნდა იცოდეთ ყინულის კუბებით სახის გაწმენდის ტექნიკის შესახებ
„არის საშიშროება, რომ რაღაც უბედურებას გადავეყაროთ!- ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე
ნიუ-იორკში „მაიმუნის ყვავილის“ გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
რა უნდა ეწეროს სათვალეს, რომელიც თვალს 100%-ით იცავს და რომელი ფერის ლინზაა ყველაზე საშიში?
რამდენად სასარგებლოა შუადღის ძილი - ლევან რატიანი გვირჩევს