გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე

გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს.

„ამბიციური გეგმები გვაქვს. ეკონომიკის ზრდა არის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამ კუთხით ვფიქრობთ, რომ ძალიან დადებითი წელი გვექნება. ჩვენ გვინდა, რომ პროგნოზს ბევრად ავცდეთ. მინიმუმ, 6-7% ეკონომიკური ზრდის მიღწევა არის შესაძლებელი და მაქსიმუმი გაკეთდება ამისათვის.

განათლების რეფორმის დიდი ნაწილი სწორედ წელს უნდა განხორციელდეს და რა თქმა უნდა, დიდი დრო და ენერგია დაეთმობა ამ ყველაფერს.

ზოგადად, გვინდა, რომ მთლიანად ეს საკითხები ბოლომდე მოვაწესრიგოთ და მათ შორის, გვინდა, რომ სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ უკვე დავაანონსეთ, რომ 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა. ეს იქნება 11-წლიანი გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და კონკრეტული ქმედებები, რომელთა საფუძველზეც მიზნები უნდა შესრულდეს. მაგალითისათვის რომ ავიღოთ, განათლებაზე უკვე გვქონდა, შესაბამისი კონცეფცია იმიტომ წარვადგინეთ, რომ პრაქტიკულად ერთ ადგილს ვტკეპნიდით განათლების მიმართულებით, თვითდინებით, მცირედით ვითარდებოდა სისტემა, მაგრამ არავითარი არსებითი შედეგი არ მიიღწეოდა. სწორედ ამიტომ წარვადგინეთ ჩვენ განათლების რეფორმის ამბიციური გეგმა", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ანალოგიურად, მაგალითად ჯანდაცვაშიც არის საჭირო იგივე.

„რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ვითარდება სისტემა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრობლემა ჯანდაცვის სფეროში, რომ, მათ შორის, მთელი რიგი მიმართულებებით არადამაკმაყოფილებელი ხარისხის გამო ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მიდის სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ სისტემურად მივუდგებით ამ საკითხს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოში უზრუნველვყოთ, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სამედიცინო მომსახურების ის ხარისხი, რაც არის დღეს უზრუნველყოფილი, მაგალითად თურქეთში, გერმანიაში, ისრაელში ან ავსტრიაში. ეს არის შესაძლებელი. ამას სჭირდება არა დინებაზე მიყოლა, არამედ შესაბამისი სტრატეგიული გეგმა. ყველა მიმართულებით გვინდა, რომ დავდოთ ასეთი სტრატეგიული გეგმა, რაც მოგვცემს არა ეტაპობრივი შედეგების მიღწევის საშუალებას, არამედ მოგვცემს გარდამტეხი ცვლილებების მიღწევის საშუალებას. ეს გეგმა მომზადდება ძალიან ახლო მომავალში და ყველა მიმართულებით გვექნება ძალიან კონკრეტული ხედვა ჩამოყალიბებული.

თუ ვინმეს სურს და შეუძლია კონსტრუქციული წვლილის შეტანა ამ პროცესში, ჩვენ ამისთვისაც ვართ მზად. ოპონენტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს, სადაც კომპეტენცია არის ძალიან მწირი, პრაქტიკულად, კომპეტენტური პარტია თითქმის აღარ დარჩა ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში, კომპეტენტური ადამიანებით დაკომპლექტებული პარტია, თუმცა ჩვენ უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ ამ დისკუსიების თემას და აქაც მნიშვნელოვანია დარგის ნამდვილი სპეციალისტების ჩართულობა. როდესაც ჯანდაცვას ეხება საქმე, პოლიტიკოსების მოსაზრებებზე მნიშვნელოვანი და საინტერესო არის კვალიფიცური და გამოცდილი ექიმების მოსაზრებები ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით. ყველა სექტორის წარმომადგენლებთან ვართ მზად დისკუსიისთვის, მათ შორის, ოპონირების რეჟიმში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 





მსგავსი სიახლეები
გვინდა, სტრატეგიულად დავგეგმოთ ქვეყნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, 2036 წლის ჩათვლით გაიწერება გეგმა, სადაც აისახება კონკრეტული პრიორიტეტები და ქმედებები-ირაკლი კობახიძე
ვინმეს თუ ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან-ირაკლი კობახიძე
ევროპის კონტინენტზე პრობლემებია ეკონომიკური სტაგნაციის, იდენტობის თვალსაზრისით, არის სერიოზული უკუსვლა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, უნდა დავუკვირდეთ ამ პროცესებს -ირაკლი კობახიძე
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ჩვენი მოლოდინია, რომ რადიკალური ძალები ისევ შეეცდებიან ამა თუ იმ ფორმით ჩაშალონ ჯანსაღი დისკუსიები, თუმცა ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ რადიკალური დღის წესრიგი -პრემიერი
ვფიქრობთ, რომ დებატების კულტურის ხელახლა დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში შეუძლია, გარდამტეხი როლი შესრულება პოლარიზაციის დასრულებაში -ირაკლი კობახიძე
ვიღაც პირდაპირ ცდილობს, აერიდოს დებატებს, ვიღაც ირიბი მეთოდებით, მათი დავალებაა, ჯანსაღი დისკუსია არ შედგეს და მხოლოდ მონოლოგის რეჟიმში გამოიყენონ სიძულვილის ენა ხელისუფლების წინააღმდეგ -ირაკლი კობახიძე
მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ჩვენ ვართ წელში გამართული ყველა საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ სუფთად ვმუშაობთ, ამიტომ სრულიად ღია ვართ ნებისმიერი ჯანსაღი ფორმის დისკუსიისთვის ყველასთან -ირაკლი კობახიძე
ტრამპი ასეთ ევროპას ვერ მოუსმენს -ვოლოდიმირ ზელენსკი
ჩვენს პარტიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს იულია ტიმოშენკოსთან - დარწმუნებული ვართ, რომ ის გამართლდება და განაგრძობს წვლილის შეტანას უკრაინელების კეთილდღეობაში -"ნაცმოძრაობა"
მზად ვართ, "ქართული ოცნების" სპიკერები დავანარცხოთ და დავცეთ ბეჭებზე -გრიგოლ გეგელია
მმართველი პარტია არასოდეს გაურბის მწვავე, შინაარსიან დისკუსიებს; პრემიერის ინიციატივა ეხება ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ საქმიან დებატებზე ორიენტირებულ არაერთ აქტორს და არა იაფფასიან ეპატაჟისტებს -გია აბაშიძე
ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს -ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
დავოსში ტრამპი ჩავიდა და სიტყვით გამოვიდა არა როგორც ფორუმის მონაწილე, არამედ როგორც მისი ანტიპოდი და მესაფლავე-დავით ქართველიშვილი
დავით ქართველიშვილი: ვაშინგტონისთვის უკრაინა აღარ არის მსოფლიო წესრიგის ღერძი
"საქართველო არ მიიწვიეს დავოსში" - დავოსში იცით რა ხდება?! - ხდება კატასტროფა -გიორგი ფხაკაძე ოპოზიციის ექსპერტებს
,,გრძელი პროცესია, ერთი შეხვედრის ფარგლებში ვერ გადაწყდება ვერაფერი''- "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი
,,ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო''- ევროკომისიის პრესსპიკერი
"ფორმულამ" გააკეთა სიუჯეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი, სარჩელს შევიტან სასამართლოში, შევქმნით ფონდს, რომელიც მოქალაქეებს დაიცავს ამ მედიატერორისგან-გოგა ხაინდრავა