29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება

29 ივნისს, 19:00 საათზე, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“ ბიზნეს - რეიტინგის XXII  გრანდიოზულ, საზეიმო ცერემონიალს,  საგურამოში „სევსამორა რეზორტი და სპა“  ს - კომპლექსში გამართავს.  გალა საღამოზე ტრადიციულად რჩეულთა შორის რჩეული, კენჭისყრის საფუძველზე ბიზნესის ეროვნული ჯილდოს გრან-პრის მფლობელი გახდება. კომპეტენტური ჟიური წლის საუკეთესო ინვესტორს, მსხვილ გადამხდელს ბიუჯეტში,  საუკეთესო დამსაქმებელს, წლის CSR, უმსხვილეს ექსპორტიორს და იმპორტიორს  გამოავლენს. მედია რჩეულ ბიზნესს დაასახელებს, ხოლო ბიზნესი რჩეულ მედიას.

 

პროექტის მიზანია:  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

 

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.

 

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ ზარაფხანას მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე „ოქროს ლომებით“ დაჯილდოვდებიან. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს კი გრან-პრი ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ოქროს ბოლნური ჯვარი“ გადაეცემა. წლის საუკეთესო ინვესტორი ზარაფხანას მიერ შექმნილი ექსკლუზიური კომპოზიცია - „მერიდიანით“ დაჯილდოვდება.

 

კომპანიების შეფასების კრიტერიუმებია:

მეწარმეთა ინტერესების დაცვა, საზოგადოებრივი იმიჯი, ქველმოქმედება/მეცენატობა, ახალი სამუშაო ადგილები, საქმიანობის სტაბილურობა,  სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობა, კომპანიის ზრდა და წარმატებულობა, აღიარება საზღვარგარეთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეფექტური მარკეტინგი, ფინანსური გამჭვირვალეობა, საინვესტიციო მიმზიდველობა, მსხვილი ექსპორტიორი, ინოვაციური პროექტები, გუნდის პროფესიონალიზმი, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, მუდმივი პროგრესი და ახალი ტექნოლოგიები, ხარისხის გარანტი.

 

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

ქალაქ თბილისის მერია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

ფინანსთა სამინისიტრო

 

სპონსორები არიან:

ოქროს სპონსორია - პეტროკას ენერჯი ჯგუფი

ალმასის სპონსორი - ზარაფხანა

გენერალური სპონსორი - სოკარი

დაჯილდოების ოფიციალური პარტნიორია  - არემჯი

 

ვერცხლის სპონსორები არიან:

ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფ

ჯეორჯიან პროდაქტსი

კავკასიის ავტოიმპორტი 

ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი

ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერია - მარანი სევსამორა 

 

2021 - 22 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები არიან:

1. ავერსი  და  პაატა კურტანიძე

2. არ ემ ჯი  და თორნიკე ლიპარტია

3. ასკანელი ძმები და ირაკლი უგლავა

4. გალფი და ქრეიგ კრამერი

5. დანკინი და გიორგი მშვილდაძე

6. დუგლაძეების ღვინის კომპანია და დავით დუგლაძე

7. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი და ბადრი წილოსანი

8. ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი და მამუკა მურჯიკნელი

9. ზარაფხანა და ნიკოლოზ ნაყოფია

10. თამ მენეჯმენტი და პანტიკო თორდია

11. კავკასიის ავტოიმპორტი და გიორგი სურგულაძე

12. კასს ლენდი - ეკატერინე თორდია

13. ლიდერ კრედიტი  და მურმან მირცხულავა

14. ლისი დეველოპმენტი და ნოდარ ადეიშვილი

15. მარანი სევსამორა  და გიორგი გაგუა

16. მედიქალ ვორლდი და ლევან ქობალია

17. მეღვინეობა ბადაგონი  და მარი გიორგაძე

18. პე ეს პე და ვაჟა ოქრიაშვილი

19. პეტროკას ენერჯი ჯგუფი და ივანე ნაკაიძე

20. რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „უნივერსი“  და თეიმურაზ გაგნიძე

21. საინჟინრო კომპანია იმპოსტი მეპ  და ვლადიმერ კუვშინოვი

22. საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია და ოლექსი ვილხოვოი

23. სოკარი და მაირ მამედოვი

24. ქალაქური და მურად ღოღაძე

25. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი  და ექრემ დინდაროლი

26. ჯეორჯიან პროდაქტს და დავით ბარდაველიძე

 

მედია მხარდამჭერები არიან:

1. საზოგადოებრივი მაუწყებელი

2. რუსთვი 2 

3. იმედი

4. პოსტივი

5. რადიოჰოლდინგი ფორტუნა

6. ტელე რადიო კომპანია „ჯორჯიან თიმსი“

7. ჯითი მედია

 

წლების მანძილზე  ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებული კომპანიები და ბიზნესმენები იყვნენ:

 

1. TBC  ჯგუფი - მამუკა ხაზარაძე

2. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია - თემურ ჭყონია

3. ყაზბეგი - გოგი თოფაძე

4. ყაზბეგი კასტელი - გოგი თოფაძე

5. GWS - ლევან გაჩეჩილაძე

6. შპს სამგორი 94 - ავთო წერეთელი

7. თბილავიამშენი - პანტიკო თორდია

8. TBC ბანკი - ვახტანგ ბუცხრიკიძე

9. გაერთიანებული ქართული ბანკი - ვანო ჩხარტიშვილი

10. შპს სამგორი 94  - ავთო წერეთელი

11. ჯეოსელი -  ოსმან თურანი

12. ჯეოსელი - ოსმან თურანი

13. ჯეოსელი - ოსმან თურანი და საქართველოს ბანკი-ირაკლი გილაური

14. სოკარ ენერჯი ჯორჯია - მაჰირ მამმედოვი

15. საქართველოს ბანკი - ირაკლი გილაური

16. ვისოლ ჯგუფი - სოსო ფხაკაძე

17. სოკარ პეტროლეუმ ჯორჯია - დავით ზუბიტაშვილი

18. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი - ზურაბ გელენიძე

19. კომპანია ავერსი - პაატა კურტანიძე

20. ჯეორჯიან პროდაქტს - დავით ბარდაველიძე

21. არემჯი - თორნიკე ლიპარტია

 

გასული წლების Investment Award - ის გარდამავალი ჯილდოს მფლობელები იყვნენ:

1. ომეგა ჯგუფი და ზაზა ოქუაშვილი

2. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და მერაბ ადეიშვილი

3. დრიმლენდ ოაზისი და ნიკოლოზ გეგუჩაძე

4. აი გრუპი და კახაბერ გულედანი

5. სოკარი და მაირ მამედოვი 

 

"ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს - დაჯილდოების ლოზუნგი უცვლელია

„ვაკეთოთ ის, რაც ვიცით და ვიცხოვროთ მდიდარ სახელმწიფოში“. 





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი