„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი

„არემჯის“ წარმოების დირექტორის, კობა მენაბდიშვილის განცხადებით, კომპანიას პანდემიის პერიოდში მუშაობა არ შეუწყვეტია, რის გამოც, მის მიერ გაწეული შრომა დაფასდა. ამის შესახებ კობა მენაბდიშვილმა "ჯორჯიან თაიმსთან" ბიზნეს რეიტინგის 21- ღონისძიებაზე განაცხადა.


"ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ წარმატებულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობის მიღება და მით უმეტეს, - გამარჯვება. პანდემიის პირობებში, როცა თითქმის ორი წელი, მსოფლიო ვერაგი ვირუსის გამო გაჩერებულია, ჩვენი შრომა დაფასდა. კომპანიას პანდემიის პირობებში არცერთი წამით არ შეუწყვეტია მუშაობა, მიტ უმეტეს, რომ პანდემიის დასაწყისში ქვემო ქართლი, სადაც ჩვენი კომპანია ოპერირებს, ჩაკეტილ სივრცედ გამოცხადდა“, - განაცხადა მენაბდიშვილმა.

 

მენაბდიშვილის თქმით, „არემჯიმ“ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

 

"კომპანიამ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. არემჯიმ“ მილიონი ლარი გადარიცხა სპეციალურად შექმნილ ფონდში და ასევე, 400 ათასი ლარის ოდენობის სწრაფი და "პისიარ" ტესტები შეიძინა. პარალელურად, პოლიკლინიკებს ვეხმარებოდით და მათთვის სასუნთქი აპარატები შევიძინეთ. ვფიქრობ, ამ ყველაფერს წარმატებით გავართვით თავი და დღეს ეს შრომა დაგვიფასდა,"- აცხადებს კობა მენაბდიშვილი.

 

მენაბდიშვილმა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ხელმძღვანელებს  ბიზნეს რეიტინგის პროექტის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.


შეგახსენებთ, რომ მედიაჰოლდინგჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, წელს უკვე ოცდამეერთედ გაიმართა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოსა და გრან პრის მფლობელი, კომპანიაარემჯი“ გახდა.


კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით კი, წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიადსოკარი“ დასახელდა.

 





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი