„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის რიგით XXII  დაჯილდოება 29 ივნისს საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპას“  კომპლექსში გაიმართა. საზეიმო გალა ღონისძიებაზე 2021-2022 წლის საუკეთესო კომპანიები, პროექტები და ბიზნესმენები, ინვესტორები და მედია საშუალებები კომპეტენტურმა ჟიურიმ და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. 

 

„ჯორჯიან თაიმსის“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე  წლეულს „ავერსს“, როგორც საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენს, მორიგი ჯილდო გადაეცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის.  

 

"ავერსი", როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილეა.  2017-2018 წლის რეიტინგის მიხედვით მას საუკეთესო კომპანიის სტატუსი  ხვდა წილად და გრან-პრი - ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“ გადაეცა, რომელიც ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან არის დამზადებული.

 

ტრადიციულ ბიზნესრეიტინგის საზეიმო გალა ღონისძიებას სამინისტროების, მერიის, მთავრობის, საელჩოების, სავაჭრო პალატის, მედიის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ. 

 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის პირველი სადღესასწაულო ღონისძიება 1995 წელს ჩატარდა.  მას შემდეგ, მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ის მუდმივად იწვევს მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს.

 

ბიზნესრეიტინგში მონაწილეობამ კი, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების მეტი პერსპექტივა.





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი