"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.

 

საღამოს დასასრულს, ღონისძიება შეაფასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზატორმა, მალხაზ გულაშვილმა:

 

„ბიზნეს დაჯილდოების ღონისძიების მნიშვნელობა ფასდაუდებელია, ვინაიდან აქ თავს იყრიან  ბიზნესმენები, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს ქვეყანაში, ქმნიან დოვლათს, საექსპორტო პოტენციალს, შეაქვთ ბიუჯეტში დიდი რაოდენობით თანხა,  იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ა.შ. ამ ღონისძიებით კი, მათი წახალისება ხდება, რათა უფრო მეტად იგრძნონ ჩვენი მხარდაჭერა. 

 

დღევანდელი დღის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ მთავრობის, მედიისა და დიპლომატების თავმოყრა, რათა ყველამ ერთად, ბიზნესის განვითარებას მხარი დაუჭირონ. 

 

რაც შეეხება იმას, თუ რით გამოირჩეოდა დღევანდელი ბიზნეს რეიტინგი გასულ წლებში ჩატარებული დაჯილდოებებისგან, ვფიქრობ, დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ უკეთესად, ვიდრე ამას სხვა ქვეყნები გააკეთებდნენ. დიახ, ბიზნესს ნებისმიერ ქვეყანაზე უკეთ გავაკეთებთ, რადგან ეს საქმე  ვიცით და მომავალიც ჩვენია. სწორედ ეს არის ევროკავშირისკენ გზის საფუძველიც", - განაცხადა მალხაზ გულაშვილმა. 

 

განხორციელებული პროექტის მიზანია: ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

 

უკვე დიდი ხანია, ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი