კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე ტრადიციულად, ექსპერტების მიერ შერჩეული წლის საუკეთესო კომპანიები დასახელდა.

 

საზეიმო ცერემონიალზე, კომპანია „არემჯის“ ჯილდოები ორ ნომინაციაში, - რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის გადაეცა.

 

კომპანიას ასევე გარდამავალი ჯილდო, მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის გადაეცა. ჟურნალისტების რჩეული "მისტერ შარმი" და მედიის რჩეული ბიზნესიც "არემჯი" - ალექსანდრე დევიძე გახდა.

 

“არემჯი“ საქართველოში უკვე მეათე წელია, რაც ოპერირებს. ჩვენ ვართ ქართული სამთო საქმის ლიდერი, რომელიც დღეს უკვე 3700-მდე ადამიანს და კომპანიასთან დაკავშირებულ 100-ზე მეტ კონტრაქტორ კომპანიას აერთიანებს. 2020 წლიდან დღემდე, ორი რთული, პანდემიური წლის მიუხედავად, კომპანიაში 740 ახალი თანამშრომელი დასაქმდა, რაც რეგიონის ეკონომიკის გაძლიერებას და მის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დასაქმების ხელშეწყობასთან ერთად, გარემოს დაცვა ჩვენი კომპანიისთვის ერთდროულად მთავარი გამოწვევა და პრიორიტეტია. სამთო საქმიანობისას გარემოზე ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად და საუკეთესო ბალანსის უზრუნველსაყოფად, „არემჯი“2018 წლიდან გარემოსდაცვით პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებში განსაზღვრული 100-მდე გარემოსდაცვითი პროექტი თუ შემარბილებელი ღონისძიება უკვე შესრულებულია”, - განაცხადა „არემჯის“ დირექტორის მოადგილემ HR საკითხებში, გიორგი ჩხეიძემ.

 

ცნობისათვის, ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით ტარდება, 26 საუკეთესო კომპანია და ბიზნესმენი გამოვლინდა. ორგანიზატორების თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა და დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის.





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი