ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა

მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს  რეიტინგის XXII გრანდიოზული, საზეიმო ცერემონიალი, საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპა“- ს კომპლექსში გაიმართა. გალა საღამოზე, ტრადიციულად, რჩეულთა შორის რჩეული კომპანია, კენჭისყრის საფუძველზე გამოვლინდა. ბიზნესის ეროვნული ჯილდოს, გრან-პრის მფლობელი კომპანია "პეტროკას ენერჯი ჯორჯია" - ივანე ნაკაიძე გახდა.

 

ცერემონიალზე სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლენილი ბიზნესმენები ტრადიციისამებრ, "ზარაფხანას" მიერ შექმნილი უნიკალური კომპოზიციებით, სამკერდე ოქროს ლომებით დაჯილდოვდნენ.

 

კომპეტენტურმა ჟიურიმ კი საკუთარი რჩეული კომპანიები დაასახელა. უმსხვილეს ექსპორტიორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  აირჩიეს, ხოლო უმსხვილეს იმპორტიორად - „პეტროკასი“ და „კავკასიის ავტო იმპორტი" დაასახელეს.

 

კატეგორიაში წლის CSR , ჯილდო კომპანია „არემჯის“ გადაეცა.

 

ჟიურიმ კატეგორიაში უმსხვილესი შენატანი ბიუჯეტში და საუკეთესო დამსაქმებელი -  კომპანია „სოკარი“ დაასახელა.

 

ბიზნეს რეიტინგის ღონისძიება „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" კორპორატიული ბიზნეს კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ზუბიტაშვილმა შეაფასა.

 

„მოგეხსენებათ, "სოკარი" გლობალური კომპანიაა და ის საქართველოში 2016 წლიდან პოზიციონირებს. ამიტომ,  ნებისმიერი დაფასება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი, ისეთი აღიარება, როგორიც „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნეს რეიტინგია. დღეს, უკვე 22-ე დაჯილდოებაა და ვფიქრობ, რომ სწორედ მსგავსი ღონისძიებები უწყობს ხელს ბიზნესის წახალისებას,“- განაცხადა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

 

კომპეტენტურმა ჟიურიმ წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“  და „კასს ლენდი“ დაასახელა და  Investment Award - ის გარდამავალი ჯილდო გადასცა.

 

„კასს ლენდზე“ და  მის ინოვაციურ პროექტებზე „ჯორჯიან თაიმსთან“ კომპანიის დირექტორმა ეკატერინე თორდიამ ისაუბრა.

 

„დღეს ნამდვილად გულუხვად დაჯილდოვდა კომპანია „კასს ლენდი“, რისთვისაც „ჯორჯიან თაიმსს“ დიდ მადლობას ვუხდით. ჩვენი პროექტი მასშტაბური და უნიკალურია, რითაც ძალიან ვამაყობთ.  ეს არის საქართველოს სავიზიტო ბარათი მსოფლიო მასშტაბით. მას ქართული ტურიზმის ბრილიანტი შეარქვეს. მოხარული ვარ, რომ ეს სტატუსი უკვე დამკვიდრდა და დღეს, სწორედ ამ კუთხით დაგვაჯილდოეს. ღონისძიებაზე აგრეთვე მოვიპოვეთ ჟურნალისტების სიმპათიაც. „ჯორჯიან თაიმსმა“ გადმოგვცა ჯილდო, როგორც მათი რჩეული კომპანია. ასევე,  დავსახელდით წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიადაც  და  გარდამავალი ჯილდოს მფლობელები გავხდით. "კასს ლენდს" კიდევ ბევრი ინოვაციური, საინტერესო და უნიკალური პროექტი აქვს, რომელსაც ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში განახორციელებს,“- განაცხადა ეკატერინე თორდიამ.

 

ცნობისათვის, ბიზნეს რეიტინგის პროექტის მიზანია,  ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა, დიალოგის მხარდაჭერა ბიზნესს - ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის. 

 

უკვე დიდი ხანია ღონისძიება საერთაშორისო სტატუსით სარგებლობს და მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე მუდმივად მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. ბიზნეს რეიტინგში მონაწილეობამ, არა ერთ კომპანიასა და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების უფრო დიდი პერსპექტივა.





მსგავსი სიახლეები
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების მხარდამჭერები და სპონსორები
"მოულოდნელი იყო ჩვენთვის აღნიშნული ჯილდოს მიღება" - "პეტროკას ენერჯი ჯორჯია"-ს წარმომადგენელი დავით ნაკაიძე
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების გამარჯვებული კომპანიები და ჯილდოები
ბიზნეს რეიტინგის წლის საუკეთესო ინვესტორ კომპანიებად „ვონდერნეტ ექსფრეს ინვესთმენთ გრუფი“ და „კასს ლენდი“ დასახელდა
„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე
"დღეს ყველაზე კარგად ვაჩვენეთ, რომ ქართველებს ყველაფერი შეგვიძლია" - მალხაზ გულაშვილი
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაში მონაწილე კომპანიები სხვადასხვა ნომინაციებში დაჯილდოვდნენ
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოების გრან-პრის მფლობელი Petrocas Energy Georgia გახდა - ვიდეო
კომპანია „არემჯი“ რეგიონში უმსხვილესი დამსაქმებელისა და მაღალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოვდა
XXII ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე ბიზნესის რჩეული მედიები და მედიის რჩეული კომპანიები გამოვლინდნენ
ბიზნეს რეიტინგის XXII დაჯილდოების გამარჯვებული კომპანია, გრანპრის მფლობელი "პეტროკას ენერჯი ჯორჯია'' გახდა
29 ივნისს „ჯორჯიან თაიმსის“ XXII ბიზნეს რეიტინგის საზეიმო დაჯილდოება გაიმართება
„გარდენ ჰოლში“, მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, ბიზნეს რეიტინგის XXI ღონისძიება გაიმართა
ბიზნეს რეიტინგის დაჯილდოება კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადოთ ქართულ ბიზნესს - ირაკლი ნადარეიშვილი
ჟიურის რჩეული კომპანია "ზარაფხანა" მოოქროვილი ბიბლიით დაჯილდოვდა
"ჯორჯიან თაიმსის" ვიცე-პრეზიდენტმა ნანა გაგუამ ფავორიტი კომპანიებისთვის ექსკლუზიური პრიზები დააწესა
ბიზნეს რეიტინგის ღონისძიებაზე გარდამავალი ჯილდოს მფლობელი კომპანიები გამოვლინდნენ
ნომინაციები, რომლითაც XXI ბიზნეს რეიტინგში მონაწილე კომპანიები დაჯილდოვდნენ
"ავერსის" მორიგი წარმატება "ჯორჯიან თაიმსის" ბიზნეს რეიტინგის XXI დაჯილდოებაზე
„არემჯიმ“ პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ეს შრომა დაგვიფასდა - კობა მენაბდიშვილი